უსიკისა და ფიურის ბრძოლა ჩაშლის პირასაა #1TVSPORT
უსიკისა და ფიურის ბრძოლა ჩაშლის პირასაა #1TVSPORT

სუპერმძიმე წონაში WBC-ის, WBO-სა და IBF-ის ვერსიებით მსოფლიო ჩემპიონის, უკრაინელი ალექსანდრ უსიკის პრომოუტერმა, ეგის კლიმასმა განაცხადა, რომ ბრძოლა მის კლიენტსა და WBC-ის ჩემპიონს, ტაისონ ფიურის შორის შეიძლება არ გაიმართოს.

კლიმასის სიტყვებით, ბრიტანელი მოკრივის მხარე პატივს არ სცემს უკრაინელის გუნდს, ამიტომაც უსიკს საკუთარი თავის დაცვა სჭირდება. თუ ფიურისთან სატიტულო ბრძოლა არ გაიმართება, უკრაინელი ტიტულის აუცილებელ დაცვას ჩაატარებს.

„მათ ისეთივე დამოკიდებულება აქვთ უსიკის მიმართ, როგორც დერეკ ჩისორას ან დილიან უაიტის მიმართ. ისე იქცევიან, თითქოს ეს იყოს ფიურის ჩვეულებრივი ბრძოლა და ყველაფერი მათი წესებით უნდა წარიმართოს.

ახლა ჩვენ გვინდა, ცოტა მოვიცადოთ, რადგან ვაპირებთ დავიქირავოთ ადვოკატი, რომელიც კარგად ერკვევა ბრიტანულ კანონებში. ჩვენ აუთსაიდერები ვართ, მაგრამ არ შეგვიძლია გადავყლაპოთ ყველაფერი, რასაც ჩვენს მხარეს ისვრიან. საკმარისია.

თუ ეს ბრძოლა გაიმართება, მხოლოდ 29 აპრილს. თუ ისინი მის გადატანას მოინდომებენ, აუცილებელ დაცვაზე გადავალთ“, – მოჰყავს კლიმასის სიტყვები გამოცემა Boxing Social-ს.