უსიკისა და ფიურის ბრძოლა 29 აპრილს არ გაიმართება - მოლაპარაკებები ჩაიშალა #1TVSPORT
უსიკისა და ფიურის ბრძოლა 29 აპრილს არ გაიმართება - მოლაპარაკებები ჩაიშალა #1TVSPORT

სუპერმძიმე წონაში WBO-ს, IBF-ისა და WBA-ის ვერსიებით მსოფლიო ჩემპიონმა, ალექსანდრ უსიკმა განაცხადა, რომ უკრაინელი მოკრივე არ იჩხუბებს 29 აპრილს WBC-ის ჩემპიონთან, ბრიტანელ ტაისონ ფიურისთან. ტიტულების გამაერთიანებელი ორთაბრძოლა სუპერმძიმე წონაში ლონდონის „უემბლის“ სტადიონზე იგეგმებოდა.

„უსიკი მუდმივად მიდიოდა კომპრომისზე, მაგრამ მისგან სულ უფრო მეტს ითხოვდნენ“, – განაცხადა კლიმასმა.

უკრაინელი მოკრივის პრომოუტერის თქმით, უსიკი რინგზე ივნისში ან ივლისში დაბრუნდება და ტიტულის აუცილებელ დაცვას ჩაატარებს. დიდი ალბათობით, მისი მეტოქე იქნება WBA World-ის ჩემპიონი, ბრიტანელი დანიელ დუბუა.

ESPN-ის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ უსიკი ფიურის წინააღმდეგ ბრძოლისთვის 30-პროცენტიან ჰონორარს დათანხმდა, მხარეებმა ვერ შეძლეს სხვა მნიშვნელოვან პირობებზე მოლაპარაკება.

უსიკმა უკვე დახურა საწვრთნელი ბანაკი და მოგვიანებით დაიწყებს მზადებას თავისი მომდევნო ბრძოლისთვის.