უსიკისა და ჩისორას ორთაბრძოლა 23 მაისს გაიმართება
23 მაისს, ლონდონში უკრაინელი ალეკსანდრ უსიკი ბრიტანელ დერეკ ჩისორას დაუპირისპირდება, – იუწყება ჟურნალისტი მაიკ კოპინგერი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.
33 წლის უკრაინელმა მოკრივემ მძიმე წონით კატეგორიაში გადაინაცვლა. პროფესიონალურ რინგზე უსიკმა 17 ბრძოლა გამართა და 17-ვე მოგებით დაასრულა (მათ შორის 13 ნოკაუტით).
36 წლის დერეკ ჩისორას ანგარიშზე 32 გამარჯვება (23 ნოკაუტით) და ცხრა მარცხია.
The Aleksandr Usyk-Dereck Chisora fight is a done deal for May 23 at the O2 in London, per Eddie Hearn. Will be streamed by DAZN stateside. Sky Sports PPV in the U.K.
— Mike Coppinger (@MikeCoppinger) February 27, 2020