უსიკისა და ჩისორას ბრძოლა გადაიდო
უსიკისა და ჩისორას ბრძოლა გადაიდო
უკრაინელი სუპერმძიმეწონოსნის ალექსანდრ უსიკის ორთაბრძოლა ბრიტანელი  წინააღმდეგ გაურკვეველი ვადით გადაიდო. მიზეზი უკრაინელი მოკრივის ტრავმაა.
უსიკმა ვარჯიშის დროს იდაყვის დაზიანება მიიღო, რის გამოც, ბრძოლა მინიმუმ მაისამდე აღარ გაიმართება.
შეგასენებთ, რომ უსიკი და ჩისორა დიდ ბრიტანეთში 28 მარტს აპირებდნენ WBO-ის დროებითი ტიტულის გათამაშებას.
უსიკსა და ჩისორას შორის გამარჯვებული, შესაძლოა, WBA-ს, WBO-სა და IBF-ის ჩემპიონს, ბრიტანელ ენტონი ჯოშუას დაუპირისპირდეს.