უსიკი რუსი სპორტსმენების წინააღმდეგ გამოვიდა #1TVSPORT

22:55, 24.08.2026
WASHINGTON, DC - JUNE 14: Heavyweight boxing champion Oleksandr Usyk from Ukraine poses in the Rose Garden at the White House during the UFC Freedom 250 event on the South Lawn at the White House on June 14, 2026 in Washington, DC. (Photo by Ed Mulholland/Zuffa LLC)

WASHINGTON, DC - JUNE 14: Heavyweight boxing champion Oleksandr Usyk from Ukraine poses in the Rose Garden at the White House during the UFC Freedom 250 event on the South Lawn at the White House on June 14, 2026 in Washington, DC. (Photo by Ed Mulholland/Zuffa LLC)

სუპერმძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილმა აბსოლუტურმა ჩემპიონმა ალექსანდრ უსიკმა ვრცელი ინტერვიუ მისცა გამოცემა The Athletic-ს. მასში უკრაინელმა მოკრივემ აზრი გამოთქვა რუსი სპორტსმენების ოლიმპიადაზე დაშვების შესახებ და მათ ტერორისტები უწოდა.

გარდა ამისა, უსიკს მიაჩნია, რომ უკრაინელმა სპორტსმენებმა მუდმივად უნდა შეახსენონ მსოფლიოს იმის შესახებ, რა ხდება მათ ქვეყანაში, რადგან ბევრს ეს ჯერ კიდევ არ ესმის.

„ვფიქრობ, ეს ცუდი იდეაა. ისინი, ვინც ომს მხარს უჭერენ, ოლიმპიადაზე არ უნდა წავიდნენ, რადგან… შესაძლოა, ამ ადამიანმა უკრაინელი ბებია მოკლა. და შემდეგ ის ოლიმპიურ თამაშებზე უნდა მოხვდეს? ეს შეუძლებელია. ისინი, ვინც ომს მხარს უჭერენ, ტერორისტები არიან. ამიტომაც მე მხარს ვუჭერ იმას, რომ რუსი სპორტსმენები არ დაუშვან. დღეს ისინი ბომბებს ისვრიან, ხვალ კი ოლიმპიადაზე გამოდიან.

მე პოლიტიკოსი არ ვარ, უბრალო უკრაინელი ბიჭი ვარ. ჩვენ ყოველდღე პრობლემები გვაქვს, რადგან რუსეთი გამუდმებით გვიტევს: ბომბები, რაკეტები, ბალისტიკური რაკეტები – ყოველდღე, ყოველ ღამე. მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას. ის, რაც ახლა ხდება, მძიმეა, მაგრამ ვიცი, რომ გავიმარჯვებთ. უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რაც ომში ხდება, იმაზე, რაც უკრაინაში ხდება, რადგან ადამიანები ყოველდღიურად იღუპებიან. ისინი არა სამხედრო, არამედ სამოქალაქოს ინფრასტრუქტურას უმიზნებენ: საავადმყოფოებს, სკოლებს, სახლებს. უკრაინელმა სპორტსმენებმა მუდმივად უნდა ილაპარაკონ იმაზე, რაც ხდება, რადგან ბევრს ეს არ ესმის“, – განაცხადა უსიკმა.

მსგავსი