უსიკი რინგზე სექტემბერში დაბრუნდება
უსიკი რინგზე სექტემბერში დაბრუნდება

მძიმე წონაში სამი ვერსიით (WBO, WBC, IBF) მსოფლიო ჩემპიონი ალექსანდრ უსიკი (16-0, 12KO) სექტემბერში დაბრუნდება რინგზე. ამის შესახებ „ბოქსინგნიუს24“-თან (BoxingNews24) უკრაინელი მოკრივის პრომოუტერმა ედი ჰირნმა განაცხადა.

უსიკს სუპერმძიმე წონაში დებიუტი 25 მაისს, ოკსონ-ჰილში (აშშ) უნდა ჰქონოდა, მაგრამ ორთაბრძოლა ამერიკელ კარლოს ტაკამთან (36-5-1, 28KO) უსიკის ტრავმის გამო ჩაიშალა.

ახლა უკრიანელს რინგზე სექტემბერში ელოდებიან, მაგრამ მოწინააღმდეგე ჯერ უცნობია. სავსებით მოსალოდნელია, რომ ეს ისევ ტაკამი იყოს, რომელსაც ასევე არ უჩხუბია 25 მაისს.