უსიკი და ჩისორა 28 მარტს იჩხუბებენ
უსიკი და ჩისორა 28 მარტს იჩხუბებენ

პირველ მძიმე წონაში მსოფლიოს ყოფილი აბსოლუტური ჩემპიონი, უკრაინელი ალექსანდრ უსიკი და სუპერმძიმე წონაში ტიტულის ყოფილი პრეტენდენტი, ბრიტანელი დერეკ ჩისორა 2020 წლის მარტში გამართავენ ბრძოლას.

ცნობილმა პრომოუტერმა ედი ჰირნმა ილაპარაკა იმის შესახებ, როგორ მიმდინარეობს მზადება ამ საინტერესო შეხვედრისთვის.

„მხარეებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება. ყველაფერი გაირკვევა უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში. სავარაუდოდ, ჩატარების თარიღი იქნება 28 მარტი, ლონდონის „O2-არენაზე”, – განაცხადა ჰირნმა Sky Sports-სთან კომენტარში.

უსიკს სუპერმძიმე წონაში დებიუტი გასული წლის 12 ოქტომბერს ჰქონდა – მან უიზერსპუნი დაამარცხა.