უშანგი მარგიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა (ვიდეო) | ბუდაპეშტის გრან-პრი

18:50, 12.08.2018

უშანგი მარგიანმა  ბუდაპეშტის გრან-პრიზე ვერცხლის მედალი -90 კგ. წონით კატეგორიაში მოიპოვა.

ფინალამდე ქართველმა ძიუდოისტმა საკმაოდ რთული გზა გაიარა. მან მეოთხედფინალში ბულგარელი ვარაპაიეუსი, ხოლო ნახევარფინალში კი სერბი ალექსანდრ კუკოლი დაამარცხდა და ოქროს მედლისთვის უნგრელ კრიზტიან ტოტს დაუპირისპირდა.

ფინალური შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა, ორივე მებრძოლს ორ-ორი გაფრთხილება ჰქონდა, თუმცა ტოტი ვაზარით იყო წინ. ბოლო წამებზე მარგიანი გააქტიურდა, მაგრამ ილეთის გაკეთება ვეღარ მოახერხა და საბოლოო ჯამში ვერცხლის მედლით დაკმაყოფილდა.

მსგავსი