უშანგი მარგიანი მერვედფინალში დამარცხდა და მედლებისთვის ბრძოლას გამოეთიშა [ვიდეო]

საქართველოს ნაკრები, ბაქოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე, დღესაც უმედლოდ დარჩა. ბექა ღვინიაშვილის შემდეგ, მერვედფინალში ასპარეზობას შარშანდელი მსოფლიოს ცემპიონატის ბრინჯაოს მედლაოსანი – უშანგი მარგიანიც გამოეთიშა (90 კგ.).

მეორე წრეში ჩინელ ჰებილიჯ ჯუსთან გამარჯვების შემდეგ, უშანგი მარგიანმა (90 კგ) საბერძნეთის სახელით მოასპარეზე, ქართული ფესვების მქონე – ტეოდორს ცელიდისი დაამარცხა. მეოთხედფინალში გადასასვლელ შეხევდრაში კი იაპონელ – კენტა ნაგასავასთან ვერაფერი გააწყო.

გრანდსლემების ორგზის გამარჯვებული და ოთხგზის პრიზიორი იაპონელითან დაპირისპირება თანაბარი გამოდგა და დამატებით დროში გადავიდა. ძირიტადში ორივე ძიუდოისტმა, თითო გაფრთხილება მალევე მიიღო. „ოქროს ქულის“ დაწყებიდან ორ წუთში მარგიანი არბიტრმა მეორედაც გააფრთხილა. მალევე ქართველი ფალავანი მესამედაც, ე.წ. „დათვის ჩავლების“ გამო გააფრთხილეს და მეოთხედფინალშიც ნაგასავა გადავიდა.

შეგახსნებთ, რომ ამავე წონაში ასპარეზობდა, საქართველოს ნაკრებიდან, მედლის ერთ-ერთი მთავრი პრეტენდენტი – ბექა ღვინიაშვილიც, რომელიც მეორე წრეში გერმანელ ედუარდ ტრიპელთან დამარცხდა და მედლებისთვის ბრძოლას ნაადრევად გამოეთიშა.