უსემ აუარი - ბარსელონასთან თამაში ჩემს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება
უსემ აუარი - ბარსელონასთან თამაში ჩემს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება

ლიონის ნახევარმცველი უსემ აუარი აცხადებს, რომ ბარსელონას წინააღმდეგ მატჩს განსაკუთრებულად ელის.

ბარსელონასთან თამაში ჩემთვის განსაკუთრებულია. ბავშვობაში ამ გუნდის შეხვედრებს ყოველთვის ვუყურებდი და ეს მატჩი ჩემი ახალგაზრდული კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იქნება. ძალიან მოტივირებულები ვართ და მოედანზე გასვლას მოუთმენლად ველით. ჩემს ასაკში, ასეთი გამოცდილების მიღებაზე ყველა ოცნებობს. არ ვიცი, მოვახერხებთ თუ არა ძალიან კარგად თამაშს, მაგრამ აქ, სახლში, ჩვენი ფანების წინაშე ასპარეზობა მცირე უპირატესობას გვაძლევს“, აცხადებს ახალგაზრდა ფეხბურთელი.

ლიონსა და ბარსელონას შორის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩი დღეს, 19 თებერვალს, თბილისის დროით ღამის 12:00 საათზე დაიწყება. პარალელურად, ლივერპულის სტადიონ ენფილდ როუდზე ერთმანეთს ლივერპული და მიუნხენის ბაიერნი შეხვდებიან.