უსამართლობის განცდა დამრჩა - მოურინიო „ნაპოლისთან“ წაგებით იმედგაცრუებულია #1TVSPORT
უსამართლობის განცდა დამრჩა - მოურინიო „ნაპოლისთან“ წაგებით იმედგაცრუებულია #1TVSPORT

„რომას“ მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“ წაგების (0:1) შემდეგ, პრესკონფერენციაზე შეხვედრა შეაფასა.

„საკმარისად კარგად ვითამაშეთ, რომ არ წაგვეგო. მეც ფანების მსგავსად მოგება მინდოდა, მაგრამ „ნაპოლიმ“ კარში ორჯერ დაარტყა და გაიმარჯვა. რთული თამაში იყო, ბურთს ვაკონტროლებდით, მაგრამ ამდენი ყვითელი ბარათის შემდეგ გაგვიჭირდა. რამდენიმე მოთამაშეც დაიღალა და სათადარიგოთა სკამზე ისეთი მოთამაშეები არ აღმოჩდნენ, რომ მსგავსი დონის თამაშისთვის მზად ყოფილიყვნენ.

კარსდორპს მოულოდნელად მოუწია თამაში და 90 წუთი ვერ გაძლო. მას და სპინაცოლას პრობლემები ჰქონდათ, პელეგრინი დიდი ხნის განმავლობაში მთხოვდა შეცვლას, მატიჩი დაშავდა. ჩვენ ვიგრძენით ეს სირთულე, მაგრამ ვაკონტროლებდით თამაშს დიდ გუნდთან. ამიტომ უსამართლობის განცდა მაქვს, რომ წავაგეთ. მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ არ წაეგოთ. ამ დროს, „ნაპოლიმ“ გაიტანა და მოიგო.

მეტს ველოდი შემტევებისგან, მეორე ტაიმში ორი ერთის წინააღმდეგ გავდიოდით და ბურთს ხშირად ვკარგავდით, სივრცეებს არ ვეძებდით. იმ რამდენიმე სიტუაციაში, რაც გვქონდა, კარგი კონტრშეტევა არ გამოგვივიდა“.