უსაინ ბოლტმა ტოკიოს ოლიმპიური სტადიონის გახსნაში მიიღო მონაწილეობა
უსაინ ბოლტმა ტოკიოს ოლიმპიური სტადიონის გახსნაში მიიღო მონაწილეობა

ლეგენდარულმა იამაიკელმა სპრინტერმა უსაინ ბოლტმა მონაწილეობა მიიღო ტოკიოს ოლიმპიური სტადიონის გახსნის ცერემონიაში. კერძოდ, რვაგზის ოლიმპიური ჩემპიონი ესტაფეტის მონაწილე გახდა.

ცერემონიას დაახლოებით 60 ათასი მაყურებელი დაესწრო.

„სასიამოვნო იყო ასეთი აუდიტორიის წინაშე გარბენში მონაწილეობა, – აღიარა ბოლტმა. – ბედნიერი და აღელვებული ვიყავი იმით, რომ ამგვარი გამოცდილება მივიღე“.

ოლიმპიადის წინ, ამ სტადიონზე გაიმართება ფეხბურთში იმპერატორის თასის ფინალი და სატესტო ტურნირები მძლეოსნობაში.

ტოკიოს მთავარ ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება 2020 წლის გახსნისა და დახურვის ცერემონია, მძლეოსნობის ტურნირი და რამდენიმე საფეხბურთო მატჩი.