უსაინ ბოლტმა ლონდონში გრანდიოზულ ჩხუბში მიიღო მონაწილეობა
უსაინ ბოლტმა ლონდონში გრანდიოზულ ჩხუბში მიიღო მონაწილეობა

მძლეოსნობაში რვაგზის ოლიმპიური ჩემპიონი უსაინ ბოლტი ლონდონში მასიური ჩხუბის მონაწილე გახდა.

გაზეთ „სანის“ ინფორმაციით, 33 წლის იამაიკელი მეგობრებთან ერთად ღამის კლუბში ისვენებდა, როცა სტუმრების ორ ჯგუფს შორის კონფლიქტი წარმოიშვა და ჩხუბში გადაიზარდა. 30 ადამიანი ერთმანეთს ქუჩაში დაერია, თუმცა, თავად ბოლტი გაშველებასა და ჩხუბის შეწყვეტას ცდილობდა.

„უსაინმა დაარტყა, რათა თავის მეგობარი დაეცვა. ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდებოდა, შემდეგ კი დაიწყო ერთი ერთზე ჩხუბი. ყველაფერი ძალიან საშიში ჩანდა – მეგონა, რომ ეს არასოდეს შეწყდებოდა. უბრალოდ, სიგიჟე იყო. რთული დასაჯერებელია, მაგრამ არავის მიუღია სერიოზული ტრავმა. ბევრი დარტყმა იყო, ადამიანები ერთმანეთს მიწაზე აგდებდნენ და წიხლებს ურტყამდნენ. ბოლოს კი, როგორც მგონია,  დამნაშავე მოძებნეს და ბოლტმა ის მანქანასთან მიიმწყვდია. ბოლტი მშვიდობის დამყარებას ცდილობდა. მან სწრაფად ჩასვა მეგობრები მანქანაში, თავად კი ცალკე ტაქსით წავიდა “, – ჰყვება ერთ-ერთმა თვითმხილველი.

იამაიკელმა სპრინტერმა უსაინ ბოლტმა მძლეოსნის კარიერა 2017 წელს დაასრულა. მოგვიანებით, მან საფეხბურთო კარიერის მოწყობა სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა.

დატოვე კომენტარი