უსაინ ბოლტი - საფეხბურთო კარიერაში სამართლიანი შანსი ვერ მივიღე
უსაინ ბოლტი - საფეხბურთო კარიერაში სამართლიანი შანსი ვერ მივიღე

ლეგენდარულმა იამაიკელმა სპრინტერმა უსაინ ბოლტმა ახსნა – რატომ არ გამოუვიდა კარიერის დაწყება ფეხბურთში.

2018 წელს, რვაგზის ოლიმპიური ჩემპიონი სინჯებზე იყო ავსტრალიურ კლუბ „სენტრალ კოსტ მარინერსში“, მაგრამ მისი შედეგების მიხედვით, ვერ მიიღო წინადადება პროფესიულ კონტრაქტზე. მოგვიანებით, ბოლტმა ვერ შეძლო ხელშეკრულების პირობების შეთანხმება მალტურ „ვალეტასთან“.

„ვფიქრობ, ვერ მივიღე სამართლიანი შანსი, – განაცხადა ბოლტმა. – მე ეს ისე ვერ გავაკეთე, როგორც ჩაფიქრებული მქონდა, არადა, მიმაჩნია, რომ კარგი ფეხბურთელი ვიქნებოდი, რადგან ძალიან მიყვარს ფეხბურთი“.

ოლიმპიადაზე რვა გამარჯვების გარდა, ბოლტს 11-ჯერ აქვს მოგებული მსოფლიოს ჩემპიონატი.

დატოვე კომენტარი