უსაინ ბოლტი ფეხბურთს აფრიკაში ითამაშებს
უსაინ ბოლტი ფეხბურთს აფრიკაში ითამაშებს

გაირკვა იმ კლუბის სახელი, რომელშიც მძლეოსნობაში რვაგზის ოლიმპიური ჩემპიონი, უსაინ ბოლტი ითამაშებს. ლეგენდარულმა იამაიკელმა სპრინტერმა კონტრაქტი სამხრეთ აფრიკის ჩემპიონატის ლიდერ “მამელოდი სანდაუნზთან” გააფორმა.

ბოლტი ამ აფრიკული გუნდის რიგებში 2018 წლის დასაწყისიდან ვარჯიშობდა. ადრე ვრცელდებოდა ჭორები, რომ უსაინი დორტმუნდის “ბორუსიაში” ან “მანჩესტერ იუნაიტედის” რიგებში შეიძლებოდა ჩარიცხულიყო. რამდენიმე კვირის წინ კი ყოფილმა სპრინტერმა საკუთარი თავი დევიდ ბექჰემის კლუბ “მაიამის” შესთავაზა.
უსაინ ბოლტმა მძლეოსნობის კარიერა შარშან გამართული მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ დაასრულა.