ურუგვაის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაცია კავანის დისკვალიფიკაციის გაუქმებას ითხოვს
ურუგვაის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაცია კავანის დისკვალიფიკაციის გაუქმებას ითხოვს

ურუგვაის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაცია და მისი წევრები ედნსონ კავანის დისკვალიფიკაციის გაუქმებას მოითხოვენ. შეგახსენებთ რომ, პრემიერლიგამ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდი 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციით და 100 000 ფუნტით დასაჯა, „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებული პოსტის გამო, სადაც ურუგვაელმა ესპანური სიტყვა „ნეგრიტო” გამოიყენა, რომელიც პრემიერლიგის სადისციპლინო კომიტეტის მხრიდან რასობრივ დისკრიმინაციად შეფასდა.

კავანის მხარდამჭერი პოსტები გამოაქვეყნეს ლუის სუარესმა და დიეგო გოდინიმ, რომლებიც პრემიერლიგის ხელმძღვანელებს მოუწოდებენ გაუუქმონ დისკრიმინაციული სასჯელი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელს, რომელსაც საკუთარ „ინსტაგრამზე“ მეგობრის შეურაცყოფა არც უფიქრია, პოსტის შინაარსი კი გულთბილი მილოცვა იყო.