ურუგვაის ნაკრებმა „კოპა ამერიკასთვის“ საბოლოო შემადგენლობა დაასახელა
ურუგვაის ნაკრებმა „კოპა ამერიკასთვის“ საბოლოო შემადგენლობა დაასახელა

ურუგვაის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოსკარ ტაბარესმა „კოპა ამერიკასთვის“ 23-კაციანი საბოლოო განაცხადი გამოაქვეყნა:

მეკარეები – ფერნანდო მუსლერა (გალათასარაი, თურქეთი), მარტინ კამპანია (ინდეპენდიენტე, არგენტინა), მარტინ სილვა (ლიბერტადი, პარაგვაი);
მცველები – დიეგო გოდინი, ხოსე ხიმენესი (ორივე – ატლეტიკო, ესპანეთი), სებასტიან კოატესი (სპორტინგი, პორტუგალია), მარტინ კასერესი (იუვენტუსი, იტალია), ჯოვანი გონსალესი (პენიაროლი), მარსელო სარაჩი (ლაიპციგი, გერმანია);
ნახევარმცველები – დიეგო ლაქსალტი (მილანი, იტალია), მატიას ვესინო (ინტერი, იტალია), როდრიგო ბენტანკური (იუვენტუსი, იტალია), ლუკას ტორეირა (არსენალი, ინგლისი), ნაიტან ნანდესი (ბოკა ხუნიორსი, არგენტინა), ფედერიკო ვალვერდე (რეალი, ესპანეთი), ნიკოლას ლოდეირო (სიეტლი, აშშ), ჯორჯიან დე არასკაეტა (ფლამენგო, ბრაზილია);
ფორვარდები – ლუის სუარესი (ბარსელონა, ესპანეთი), ედინსონ კავანი (პარი სენ-ჟერმენი, საფრანგეთი), კრისტიან სტუანი (ჟირონა, ესპანეთი), მაქსი გომესი (სელტა, ესპანეთი), ჯონათან როდრიგესი (სანტოსი, ბრაზილია), გასტონ პერეირა (ეინდჰოვენი, ჰოლანდია).

„კოპა ამერიკა“ ბრაზილიაში 14 ივნისიდან შვიდ ივლისამდე გაიმართება. ურუგვაი ჯგუფურ ეტაპზე ჩილესთან, ეკვადორთან და იაპონიასთან ითამაშებს.