ურუგვაის ნაკრების ფეხბურთელთა ნაწილი მთავარი მწვრთნელის, მარსელო ბიელსას გადაწყვეტილებებით უკმაყოფილოა #1TVSPORT

20:02, 26.06.2026

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის უმნიშვნელოვანესი დაპირისპირების წინ, ურუგვაის ეროვნულ ნაკრებში სიტუაცია გამწვავდა. არსებული ცნობებით, გუნდის წამყვანი მოთამაშე, ფედერიკო ვალვერდე და მისი რამდენიმე თანაგუნდელი მთავარი მწვრთნელის, მარსელო ბიელსას ტაქტიკურმა მიდგომებმა გააღიზიანა.

ფეხბურთელები მიიჩნევენ, რომ გახშირებული ტრავმიანობა ბიელსას მიერ დაწესებული დატვირთული სავარჯიშო პროცესის ბრალია. ამასთან ერთად, მოთამაშეებს სურთ, რომ ესპანეთთან მატჩში აქცენტი დაცვასა და კონტრშეტევებზე გააკეთონ, არგენტინელი სპეციალისტი კი კვლავ აგრესიული, მაღალი პრესინგის ერთგული რჩება.

როგორც El Espectador Deportes-ი წერს, ბიელსამ ნაკრების წევრებთან 48-წუთიანი შეკრება გამართა. ამ საუბრისას მწვრთნელმა ზოგიერთ ფეხბურთელს პირდაპირ დასდო ბრალი იმაში, რომ ისინი მის გუნდიდან გაშვებას ცდილობენ.

ურუგვაის ნაკრები ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტ მატჩს ესპანეთთა 27 ივნისს გამართავს. შეხვედრა 04:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი