ურუგვაიმ საუდის არაბეთი მინიმალური ანგარიშით დაამარცხა (ვიდეო)

„A“ ჯგუფის მეორე ტურის მეორე მატჩში ურუგვაი საუდის არაბეთს დაუპირისპირდა და უღიმღამო შეხვედრაში, მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.

მატჩის ერთადერთი გოლი 22-ე წუთზე ურუგვაის და „ბარსელონას“ თავდამსხმელმა ლუის სუარესმა გაიტანა. საუდის არაბეთის მეკარე მოჰამედ ალოვაისი გამოსვლისას შეცდა, რითაც სუარესმა კარგად ისარგებლა და ანგარიში გახსნა.

დარჩენილ დროში სამხრეთ ამერიკელები ანგარიშის შენარჩუნებაზე თამაშობდნენ, თუმცა შიგადაშიგ მომენტებსაც ქმნიდნენ.

საუდის არაბეთმა ზედიზედ მეორე მატჩი დათმო და პლეიოფში გასვლის თეორიული შანსიც დაკარგა.

გადმოწერეთ ჩვენი უნიკალური აპლიკაცია FIFA 2018! Android

და თქვენ გექნებათ საშუალება ოპერატიულად გაეცნოთ ყველა საინტერესო სიახლეს, მატჩების ზუსტ განრიგს, შედეგებს LIVE-რეჟიმში და შექმნათ თქვენი პროგნოზი!

თამაშების ზუსტი განრიგი – მსოფლიო ჩემპიონატი პირველ არხზე!