ურუგვაიმ რუსეთი დაამარცხა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა (ვიდეო)

ურუგვაი პირველი გუნდი გახდა ამ ჩემპიონატზე, რომელსაც ჯერ-ჯერობით ასპროცენტიანი შედეგი აქვს: სამი მოგება სამი შესაძლებლიდან.

მატჩი A ჯგუფის ლიდერებს შორის ორმხრივი შეტევებით დაიწყო, თუმცა მალე ურუგვაის უპირატესობა გამოიკვეთა და მეათე წუთზე პირველი გოლიც ვიხილეთ. რუსეთის საჯარიმოს წინა ხაზთან სახიფათო ჯარიმა დაინიშნა და ლუის სუარესმა დარტყმა ოსტატირად შეასრულა – 1-0.

რუსეთი ანგარიშის გასათანაბრებლად გაიწია და დენის ჩერიშევს ხელსაყრელი მომენტი ჰქონდა, მაგრამ მისი საშუალო მანძილიდან დარტყმული მეკარე ფერნანდო მუსლერამ მოიგერია. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო პირველი და ერთადერთი რეალური საგოლე მომენტი, რომელიც რუსეთის ნაკრებმა ამ მატჩში შექმნა.

23-ე წუთზე ისევ დენის ჩერიშევმა გამოიჩინა თავი, ოღონდ ამჯერად უარყოფით კონტექსტში, როდესაც დიეგო ლაქსალტის დარტყმის შემდეგ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი – 2-0.

36-ე წუთზე რუსებს ქვა აღმართში დაეწიათ, როდესაც მსაჯმა სმოლნიკოვი გააძევა და ამის შემდეგ მოედანზე მხოლოდ ერთი გუნდი იყო.

90-ე წუთზე ედინსონ კავანიმაც გაიტანა თავისი გოლი და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3-0.

ამ გამარჯვების შედეგად ურუგვაის ნარკები A  ჯგუფის სათავეში საბოლოოდ მოექცა და მერვედფინალში B ჯგუფის მეორეადგილოსანს შეხვდება. რაც შეეხება რუსეთს, ისინი მეორე ადგილზე გავიდნენ და B ჯგუფის გამარჯვებულს შეხვდებიან.

ჩვენი უნიკალური აპლიკაცია FIFA 2018! Android

და თქვენ გექნებათ საშუალება ოპერატიულად გაეცნოთ ყველა საინტერესო სიახლეს, მატჩების ზუსტ განრიგს, შედეგებს LIVE-რეჟიმში და შექმნათ თქვენი პროგნოზი!

თამაშების ზუსტი განრიგი – მსოფლიო ჩემპიონატი პირველ არხზე!