ურსულა ფონ დერ ლაიენი - უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში კარგი პროგრესი იყო, რასაც მივესალმეთ სატელეფონო საუბრისას, ევროპა მზადაა, გააგრძელოს მუშაობა უკრაინასთან და ამერიკელ პარტნიორებთან
ურსულა ფონ დერ ლაიენი - უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში კარგი პროგრესი იყო, რასაც მივესალმეთ სატელეფონო საუბრისას, ევროპა მზადაა, გააგრძელოს მუშაობა უკრაინასთან და ამერიკელ პარტნიორებთან

ევროკომისიის პრეზიდენტი მიესალმება უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს მიღწეულ პროგრესს.

როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს, მონაწილეობა მიიღო დონალდ ტრამპთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და რამდენიმე ევროპელ ლიდერთან „ძალიან კარგ, ერთსაათიან სატელეფონო საუბარში“.

„კარგი პროგრესი იყო, რასაც ჩვენ მივესალმეთ. ევროპა მზადაა, გააგრძელოს მუშაობა უკრაინასთან და ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ამ პროგრესის გასამყარებლად. ამ ძალისხმევისთვის უმნიშვნელოვანესია პირველივე დღიდან უსაფრთხოების ურყევი გარანტიები“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.