ურსულა ფონ დერ ლაიენი - პრეზიდენტმა ზელენსკიმ გამოაგზავნა განაცხადი, წამოიწყო პროცესი, ეს განხილული იქნება ევროკავშირის წევრებს შორის, ახლა ფიკუსირებულები ვართ ამ საშინელი ომის დასრულებაზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი - პრეზიდენტმა ზელენსკიმ გამოაგზავნა განაცხადი, წამოიწყო პროცესი, ეს განხილული იქნება ევროკავშირის წევრებს შორის, ახლა ფიკუსირებულები ვართ ამ საშინელი ომის დასრულებაზე

ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის წარდგენით პრეზიდენტმა ზელენსკიმ წამოიწყო პროცესი, – ასე უპასუხა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ჟურნალისტის შეკითხვას, რა დრო შეიძლება, დასჭირდეს უკრაინისთვის, საქართველოსა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესს.

ამასთან, ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ამჟამად ევროკავშირი ფოკუსირებულია უკრაინაში ომის დასრულებაზე.

„ეჭვგარეშეა, რომ ის მამაცი ხალხი, რომელიც საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ ჩვენს ღირებულებებს, ევროპულ ოჯახს მიეკუთვნება. მართლაც, პრეზიდენტმა ზელენსკიმ გამოაგზავნა უკრაინის განაცხადის წერილი. ამით მან წამოიწყო პროცესი და ეს განხილული იქნება ევროკავშირის წევრებს შორის. ახლა ჩვენ ფიკუსირებულები ვართ ამ საშინელი ომის დასრულებაზე. რა თქმა უნდა, ამ ტრაგედიის დაწყებამდე ჩვენ უკვე გვქონდა უკრაინასთან ძლიერი ეკონომიკური კავშირები, რომლებსაც კიდევ უფრო გავაძლიერებთ“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.