ურსულა ფონ დერ ლაიენი - მკაცრად ვგმობ რუსეთის ცინიკურ ნაბიჯს მარცვლეულის ინიციატივის შეწყვეტასთან დაკავშირებით, ევროკავშირი გააგრძელებს აგროპროდუქტების გამოტანას უკრაინიდან
ურსულა ფონ დერ ლაიენი - მკაცრად ვგმობ რუსეთის ცინიკურ ნაბიჯს მარცვლეულის ინიციატივის შეწყვეტასთან დაკავშირებით, ევროკავშირი გააგრძელებს აგროპროდუქტების გამოტანას უკრაინიდან

ევროკომისიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტს. ამის შესახებ ურსულა ფონ დერ ლაიენი „ტვიტერზე“ წერს.

ევროკომისიის ხელმძღვანელმა მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის შესახებ რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას ცინიკური უწოდა და პირობა დადო, რომ ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინიდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტს.

„მკაცრად ვგმობ რუსეთის ცინიკურ ნაბიჯს შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის შეწყვეტასთან დაკავშირებით, მიუხედავად გაერო-სა და თურქეთის ძალისხმევისა. ევროკავშირი მუშაობს მსოფლიოში დაუცველი ადამიანებისთვის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ევროკავშირი გააგრძელებს აგროპროდუქტების გამოტანას უკრაინიდან“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.