ურსულა ფონ დერ ლაიენი – ხელმოწერილია შეთანხმება, რომელიც გზას უხსნის გაერთიანებულ სამეფოს, შეუერთდეს უკრაინის მხარდაჭერის 90-მილიარდიან სესხს

23:02, 13.07.2026

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლითაც დიდი ბრიტანეთი უერთდება ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს ღირებულების უკრაინის მხარდაჭერის სესხის მექანიზმს.

როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, ეს უკრაინას თავდაცვის მომწოდებელთა უფრო ფართო წრეზე წვდომას მისცემს, რათა ბრძოლის ველზე საჭირო რესურსები მიიღოს.

„ხელმოწერილია შეთანხმება, რომელიც გზას უხსნის გაერთიანებულ სამეფოს, შეუერთდეს ჩვენს 90 მილიარდი ევროს ღირებულების უკრაინის მხარდაჭერის სესხს. ეს მისცემს უკრაინას წვდომას თავდაცვის მომწოდებელთა უფრო ფართო წრეზე, რათა მათ ბრძოლის ველზე საჭირო რესურსები მიიღონ. ერთად ვუჭერთ მხარს უკრაინის გამბედავ წინააღმდეგობას“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მსგავსი