ურსულა ფონ დერ ლაიენი - ღაზას შიმშილი ემუქრება, მნიშვნელოვანია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ღაზას შიმშილი ემუქრება, მნიშვნელოვანია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ღაზაში მოსახლეობას შიმშილი ემუქრება და აუცილებელია, რაც შეიძლება სწრაფად შედგეს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ეგვიპტეში ვიზიტისას განაცხადა.

„ღაზას შიმშილი ემუქრება და ჩვენ არ უნდა დავუშვათ ეს. მნიშვნელოვანია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა, რაც საშუალებას მისცემს მძევლების გათავისუფლებასა და უფრო მეტი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას ღაზაში“, – ამბობს ფონ დერ ლაიენი.