ურსულა ფონ დერ ლაიენი – ბუდაპეშტის ქუჩები სიხარულითა და სიამაყით არის სავსე, მიხარია, რომ უნგრეთის ლგბტქი+ თემს საბოლოოდ შეუძლია, ჩაატაროს მსვლელობა შიშის გარეშე, დღეს მთელი ევროპა ამაყია
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ბუდაპეშტში გამართულ პრაიდის მსვლელობას მიესალმება და აცხადებს, რომ უნგრეთის ლგბტქი+ თემს საბოლოოდ შეუძლია, შიშის გარეშე გამოვიდეს ქუჩაში.
„დღეს ბუდაპეშტის ქუჩები სიხარულითა და სიამაყით არის სავსე. ათასობით ადამიანი შეიკრიბა თავისუფლებისა და იმ უფლების აღსანიშნავად, რომ იყვნენ ან გახდნენ საკუთარი თავები. მიხარია, რომ უნგრეთის ლგბტქი+ თემს საბოლოოდ შეუძლია, ჩაატაროს მსვლელობა შიშის გარეშე. დღეს მთელი ევროპა ამაყია“- წერს ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, უნგრეთის ხელისუფლებაში პეტერ მადიარის მთავრობის მოსვლის შემდეგ პირველად, პრაიდი ოფიციალურად კვლავ ჩატარდა. ბუდაპეშტის ქუჩებში დღეს მსვლელობა გაიმართა, რომელშიც 10 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
Today the streets of Budapest are filled with joy and pride.
Thousands came together to celebrate freedom and the right to be – or to become – yourself.
I am so glad that the LGBTIQ+ community in Hungary can finally march without fear.
Today, all Europe is büszke. pic.twitter.com/lbvTWdiIf7
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) June 27, 2026