ურმას პაეტი - ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია ადამიანის უფლებათა დარღვევებზე საქართველოს რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში
ურმას პაეტი - ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია ადამიანის უფლებათა დარღვევებზე საქართველოს რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია ადამიანის უფლებათა დარღვევებზე საქართველოს რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი ურმას პაეტი „ტვიტერში“ წერს.

„რუსეთი პასუხისმგებელია ადამიანის უფლებათა დარღვევებზე, მათ შორის სიცოცხლის დაკარგვასა და წამებაზე, რომელიც მოხდა საქართველოს რეგიონებში, აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში, რადგან რუსეთს ჰქონდა ეფექტური კონტროლი 2008 წლის ომის შემდეგ, განაცხადა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ“, – წერს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ურმას პაეტი.

2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.