„ურალმა“ ჭანტურიას გოლით მოიგო

23:52, 25.01.2018

რუსეთის პრემიერლიგის მეცხრეადგილოსანი ეკატერინბურგის “ურალი” ჩემპიონატის მეორე ნაწილისთვის ემზადება.

დღეს, რუსული გუნდი საწვრთნელ შეხვედრაში რუმინეთის “ასტრას” შეხვდა და ერთადერთი გოლის წყალობით მოიგო – 1:0.

ეს გოლი “ურალის” ქართველი შემტევის გიორგი ჭანტურიას ანგარიშზეა. მან 42-ე წუთზე გამოიჩინა თავი. შესვენებაზე ჭანტურია და დანარჩენი 10 ფეხბურთელი შეცვალეს.

მსგავსი