უპრეცედენტო ფაქტი ეროვნულ ლიგაში - „დინამო თბილისმა“ „სამგურალთან“ მატჩის განაცხადში მხოლოდ საკუთარი აკადემიის აღზრდილები შეიყვანა #1TVSPORT
უპრეცედენტო ფაქტი ეროვნულ ლიგაში - „დინამო თბილისმა“ „სამგურალთან“ მატჩის განაცხადში მხოლოდ საკუთარი აკადემიის აღზრდილები შეიყვანა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის ისტორიაში უპრეცედენტო ფაქტი დაფიქსირდა – „დინამო თბილისმა“ წყალტუბოს „სამგურალთან“ შეხვედრაში, არა მხოლდო ძირითად შემადგენლობაში, არამედ სამატჩო განაცხადში მხოლოდ „დინამოს“ აკადემიის აღზრდილი მოთამაშეები შეიყვანა.

„ისტორია დაიწერა – „სამგურალთან“ სამატჩო განაცხადში მოხვედრილი ცხრამეტივე ფეხბურთელი „დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილია. ასეთი შემთხვევა საქართველოს ეროვნულ ლიგაში პირველად დაფიქსირდა“, – წერია „დინამოს“ მიერ გავრცელებულ ცნობაში.

შეგახსენებთ, რომ „დინამო თბილისმა“ ეროვნული ლიგის ახალი სეზონი წყალტუბოს „სამგურალთან“ შეხვედრით დაიწყო და პირველი გამარჯვება იზეიმა – 2:1.

თბილისელების ძირითად შემადგენლობაში იყვნენ 16 წლის საბა ხარებაშვილი, 17 წლის ლუკა წულაია, ნიკოლოზ ჩიქოვანი, გიორგი გვასალია და ვახტანგ სალია. გუნდის კაპიტანი 22 წლის საბა ხვადაგიანი იყო, ყველაზე უფროსი კი – 23 წლის ირაკლი იაკობიძე და ოთარ აფციაური.