უპირატესობა ხელიდან გაუშვეს - ზივზივაძის „ფეჰერვარი“ „კიოლნმა“ დაამარცხა და ჯგუფში ვერ მოხვდა #1TVSPORT
უპირატესობა ხელიდან გაუშვეს - ზივზივაძის „ფეჰერვარი“ „კიოლნმა“ დაამარცხა და ჯგუფში ვერ მოხვდა #1TVSPORT

კონფერენს ლიგის პლეი-ოფში ბუდუ ზივზივაძისფეჰერვარმა“ საკუთარ მოედანზე გერმანულ „კიოლნს“ უმასპინძლა და გასვლაზე მოპოვებული უპირატესობის მიუხედავად, 0:3 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

პირველი შეხვედრა უნგრელებმა გერმანიაში 2:1 ბუდუ ზივზივაძის გოლით და საგოლე გადაცემით მოიგეს და სახლში წყვილის ფავორიტრების როლში ითამაშეს. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ძირითადში იყო და შეუცვლელად ითამაშა.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი აქტიური იყო, მაგრამ ამჯერად გოლის გატანა ვერ მოახერხა. 61-ე და 70-ე წუთებზე ზივზივაძემ კარში დაარტყა და მარვილ შვებემკიოლნი“ ნახტომში გადაარჩინა. 65-ე წუთზე ქართველმა თავდამსხმელმა ყვითელი ბარათი მიიღო.

გერმანელები მე-10 წუთზე ზუსტი დარტყმით ტიმო ჰუბერსმა დააწინაურა, მეორე ტაიმის პირველივე წუთზე „ფეჰერვარის“ კარი მეორედ ელიეს შკირმა აიღო და „კიოლნის“ უპირატესობა სოლიდური გახდა, საბოლოო ანგარიში კი 90+4-ე წუთზე კინგსლი შინდლერმა დააფიქსირა – 0:3 „კიოლნის“ სასარგებლოდ და კონფერენს ლიგის ჯგუფში გერმანელები ითამაშებენ.