უპირატესობა ბენიოს შეცდომამ გადაფარა - „დინამო“ „ლუდოგორეცთან“ დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT
უპირატესობა ბენიოს შეცდომამ გადაფარა - „დინამო“ „ლუდოგორეცთან“ დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT

„დინამო თბილისმა“ თურქულ შეკრებაზე მესამე მატჩი გამართა. კახა ცხადაძის გუნდის მეტოქე ბულგარეთის ჩემპიონი – რაზგრადისლუდოგორეცი“ გახლდათ.

მატჩი „დინამოს“ უპირატესობით წარიმართა, თუმცა ბენიომ რეალური საგოლე მომენტით ვერ ისარგებლა, ბილენკიმ და კამარამ ბურთი ძელს მოარტყეს, გაბედავამ ახლოდან მეკარეს ვერ აჯობა – ამდენი გამოუყენებელი მომენტისთვის თბილისელები მეტოქემ დასაჯა.

​ერთადერთი გოლი 71-ე წუთზე გავიდა, საიმონ ბენიომ საკუთარ საჯარიმოსთან ბურთი სტეფან ბაჯის ჩააბარა, რომელმაც ეს შეცდომა არ აპატია და მახვილი კუთხიდან ზუსტად დაარტყა.

სამ წუთში „დინამომ“ გატანა მოახერხა, მაგრამ გიორგი გაბედავას ლაინსმენმა თამაშგარე მდგომარეობა დაუფიქსირა და ბულგარელებმა მინიმალური ანგარიშით მოიგეს – 0:1.


დინამო თბილისი – ლუდოგორეცი 0:1


​გოლი: 0:1 ბაჯი (71)

„დინამო თბილისი“: კერესელიძე, მაისურაძე, ხვადაგიანი, ბენიო, კალანდაძე, მოისწრაფიშვილი, მექვაბიშვილი, ოსეი, კამარა, გაბედავა, ბილენკი

შეცვლაზე გამოვიდნენ: ნოდარ ლომინაძე, გიორგი გვიშიანი, ჯადული იობაშვილი

მთავარი მწვრთნელი: კახა ცხადაძე


ლუდოგორეცთან“ შეხვედრით თბილისელებმა თურქული შეკრების პირველი ეტაპი დაასრულეს. „დინამოს“ ფეხბურთელები ორიოდე დღე დაისვენებენ და 5 თებერვლიდან საწვრთნელ პროცესს კვლავ ბელეკში განაახლებენ.