„უოტფორდმა“ „ქუინზ პარკი“ ვერ დაამარცხა - ჩაკვეტაძემ სრულად ითამაშა #1TVSPORT
გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდმა“ ინგლისის ჩემპიონშიფში „ქუინზ პარკ რეინჯერსს“ დაუპირისირდა და მხოლოდ ქულას დასჯერდა – 0:0.
ჩემპიონშიფის მე-18 ტურის შეხვედრაში, რომელიც „უოტფორდმა“ საკუთარ მოედანზე გამართა, საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში იყო, შეუცვლელად ითამაშა და გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო – გიორგიმ 7,0 ქულა დაიმსახურა.
მიუხედავად იმისა, რომ „უოტფორდი“ ლიდერთა ჯგუფშია, აუტსაიდერთა შორის მყოფი „ქუინზ პარკ რეინჯერსის“ წინააღმდეგობის დაძლევა გაუჭირდა, რამდენიმე ეპიზოდში კი აშკარა გოლს გადაურჩა.
64-ე წუთზე ჩაკვეტაძე მცველებს გასცდა და მეკარესთან პირისპირ დარჩენილს ბურთის გატანის რეალური შანსი ჰქონდა, მაგრამ მეკარეს ვერ აჯობა. დამატებულ წუთებზე კი გიორგის დარტყმულ ბურთს მეკარე გადაეღობა.
საბოლოოდ, „უოტფორდმა“ მოგება ვერ მოახერხა და 18 ტურის შემდეგ 30 ქულით მე-6 ადგილზე.