„უოტფორდის“ პრესსამსახური – გიორგი ჩაკვეტაძე იმედოვნებს, რომ მოედანზე დაბრუნებას მომდევნო კვირაში შეძლებს #1TVSPORT

22:49, 15.09.2025

„გიორგი ჩაკვეტაძე ფეხის რთული ტრავმის შემდეგ ინტენსიურად ვარჯიშობს. იგი მოედანზე დაბრუნებას მომდევნო კვირაში შეძლებს“, – წერია ინგლისის ჩემპიონშიფის კლუბის მიერ გავრცელებულ ცნობაში.

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა თავის მდგომარეობაზე „უოტფორდისპრესსამსახურთან თავადაც ისაუბრა.

„ფეხის ცერა თითის მოტეხილობა მქონდა. რთულია, როცა ოთხი ან ხუთი თვე არ თამაშობ და გამოჯანმრთელებას დრო სჭირდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მოედანს მალე დავუბრუნდები.

უოტფორდის“ მთელი პერსონალი ჩემს გვერდითაა და ერთად ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მალე ვითამაშო. ყოველდღიურად ფიზიოთერაპიის კურსებს გავდივართ და ამავე დროს ბევრს ვვარჯიშობ სპორტდარბაზში, ფორმა რომ შევინარჩუნო“, – განუცხადა ქართველმა ფეხბურთელმა „უოტფორდის“ პრესსამსახურს.

მსგავსი