„უოტფორდის“ მწვრთნელი - იმედი მაქვს, გიორგი ჩაკვეტაძეს შევინარჩუნებთ #1TVSPORT
„უოტფორდის“ მთავარი მწვრთნელი ტომ კლევერლი იმედოვნებს, რომ გუნდი საუკეთესო მოთამაშეების უმეტესობას შეინარჩუნებს. სასურველ ფეხბურთელებში კი უპირველესად გიორგი ჩაკვეტაძე დაასახელა, რომელმაც სეზონში 41 მატჩი ჩაატარა.
„იმედია, მომავალ სეზონში საუკეთესო ფეხბურთელების უმეტესობა კვლავ გუნდში იქნება. საერთოდ, ჩემპიონშიფის კლუბებიდან ტრანსფერები ხშირია და რამდენიმე ფეხბურთელის წასვლა არ გამიკვირდება, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ საუკეთესოები შევინარჩუნოთ.
სამწუხაროდ, წელს პლეი ოფში ვერ მოვხვდით, რაშიც ხელი ტრავმებმა შეგვიშალა. განსაკუთრებით დიდი დანაკლისი ჩვენი შემტევი ნახევარმცველებისა და თავდამსხმელების არყოფნა გამოდგა – გიორგი ჩაკვეტაძე, კვადვო ბაა და მუსა სისოკო ვერ თამაშობდნენ, ჩვენ კი გრძელი სათადარიგოთა სკამი არ გვაქვს, ამ პრობლემებს რომ გავმკლავებოდით. გვინდა, შემდეგი სეზონისთვის დასახელებული სამეული შევინარჩუნოთ“, – განაცხადა კლევერლიმ BBC-სთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძემ სეზონი ბოლო ნაწილი ტრავმის გამო ვერ ითამაშა. გავრცელებული ინფორმაციით, მისი შეძენით პრემიერლიგაში გადასული „ლიდსი“ დაინტერესდა.