„უოტფორდის“ მწვრთნელი - ჩაკვეტაძეს კუნთის პრობლემა აღარ აქვს და „სტოკთან“ სათამაშოდ მზადაა #1TVSPORT
„უოტფორდის“ მწვრთნელი - ჩაკვეტაძეს კუნთის პრობლემა აღარ აქვს და „სტოკთან“ სათამაშოდ მზადაა #1TVSPORT

„უოტფორდის“ მთავარმა მწვრთნელმა, ტომ კლევერლიმ ჩემპიონშიფში „სტოკ სიტისთან“ შეხვედრამდე გუნდში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმა, საბედნიეროდ, სერიოზული არ გამოდგა.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ჩემპიონშიფის ბოლო ტურში, „ლუტონ თაუნთან“ მოგებულ (2:0) შეხვედრაში გიორგი ჩაკვეტაძემ საგოლე გადაცემა შეასრულა და მაღალი შეფასება (7,6) დაიმსახურა, მაგრამ დამატებულ წუთზე (90+6) კუნთის ტრავმის გამო შეცვალეს.

„გიორგი ჩაკვეტაძეს კუნთის პრობლემა „ლუტონთან“ შეექმნა. მაგრამ იმ დღის შემდეგ კუნთი აღარ აწუხებს, მთელი კვირაა გუნდთან ერთად ვარჯიშობს და „სტოკ სიტთან“ სათამაშოდ მზად იქნება. ბოლო ტურში მისი კარგი თამაშის შემდეგ გიორგის გამოჯანმრთელება ძალიან გვიხარია“, – ამბობს ტომ კლევერლი.

„უოტფორდი“ ინგლისის ჩემპიონშიფის მორიგ მატჩს 1 მარტს გასვლაზე გამართავს. ჩაკვეტაძე და მისი თანაგუნდელები „სტოკ სიტის“ ესტუმრებიან. მატჩი 19:00 საათზე დაიწყება.