„უოტფორდის“ მწვრთნელი - ჩაკვეტაძეს მუხლი ეტკინა და არ გავრისკეთ #1TVSPORT
„უოტფორდის“ მწვრთნელი - ჩაკვეტაძეს მუხლი ეტკინა და არ გავრისკეთ #1TVSPORT

გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდმა“ ინგლისის ჩემპიონშიფის 35-ე ტურის გასვლითი მატჩი „მილუოლისთან“ 0:1 წააგო. ახალ გუნდში გადასვლის შემდეგ პირველად ქართველი მატჩის განაცხადში ვერ მოხვდა, ამის მიზეზი კი მუხლის ტრავმაა.

„უოტფორდის“ ოფიციალურმა გვერდმა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთან დაკავშირებით გუნდის მთავარი მწვრთნელის, ვალერიან ისმაელის კომენტარი გამოაქვეყნა.

„გიორგი ჩაკვეტაძეს მუხლი ეტკინა. გადავწყვიტეთ, რომ „მილუოლისთან“ შეხვედრა გამოეტოვებინა, რადგან გარისკვა არ გვსურდა“, – ამბობს ისმაელი.

მწვრთნელის სიტყვებიდან ჩანს, რომ ჩაკვეტაძის ტრავმა სერიოზული არაა და ის მოედანზე მალე დაბრუნდება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 21 მარტს ევრო 2024-ის პლეი ოფში ლუქსემბურგს დაუპირისპირდება.