„უოტფორდის“ მწვრთნელი - ჩაკვეტაძე ჩვენთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ფიგურა ხდება, კონტრაქტის გამოსყიდვა ფსიქოლოგიურად უკთესობისკენ შეცვლის #1TVSPORT
„უოტფორდის“ მწვრთნელი - ჩაკვეტაძე ჩვენთვის სულ უფრო მნიშვნელოვანი ფიგურა ხდება, კონტრაქტის გამოსყიდვა ფსიქოლოგიურად უკთესობისკენ შეცვლის #1TVSPORT

„უოტფორდის“ მთავარმა მწვრთნელმა, ვალერიენ ისმაელმა გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერის გამოსყიდვაზე კომენტარი გააკეთა და გუნდისთვის ქართველი ფეხბურთელის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„პირველივე დღიდან გიორგიმ ჩვენზე არაჩვეულებრივი შთაბეჭდილება დატოვა. ის შესანიშნავი მოთამაშეა, ძალიან კარგი მენტალიტეტით. გიორგი მაღალი კლასის ფეხბურთელია.

ვფიქრობ, ეს ტრანსფერი მისთვისაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, რადგან აღარ იფიქრებს, ზაფხულში რა მოხდება. წინა თამაშებში უკვე ვნახეთ, რომ ჩაკვეტაძე „უოტფორდისთვის“ სულ უფრო მნიშვნელოვანი ფიგურა ხდება.

გიორგი ძალიან ენერგიული მოთამაშეა და მოედანზე თავისუფალია. ახლა იცის, რომ „უოტფორდი“ მისი მუდმივი სახლია და ჩვენ შეგვიძლია, მომავალზე მასთან ერთად ვიფიქროთ“, – თქვა ვალერიენ ისმაელმა.