„უოტფორდის“ მთავარმა მწვრთნელმა თანამდებობა დატოვა
„უოტფორდის“ მთავარმა მწვრთნელმა თანამდებობა დატოვა

56 წლის ინგლისელმა სპეციალისტმა ნაიჯელ პირსონმა „უოტფორდის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გუნდი პრემიერლიგის 36-ე ტურის მატჩში „ვესტ ჰემ იუნაიტედთან“ 1:3 დამარცხდა. ამ ინფორმაციას „კრაზანების“ ოფიციალური საიტი ავრცელებს.

პირსონმა „უოტფორდში“ 2019 წელს კიკე სანჩეს ფლორესი შეცვალა, თუმცა სეზონის დასრულება ვერ შეძლო და თანამდებობა ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე საკუთარი ნებით დატოვა. გუნდის მთავარი მწვრთნელის მოვალეობას გარკვეული დროით ჰეიდენ მალინსი შეასრულებს.

„უოტფორდი“ ამჟამად მე-17 ადგილზეა და პრემიერლიგაში კიდევ ორი მატჩი აქვს დარჩენილი – „მანჩესტერ სიტისთან“ და „არსენალთან“.