„უოტფორდის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი ჩაკვეტაძე მოედანზე დაბრუნებასთან ახლოსაა #1TVSPORT
„უოტფორდის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი ჩაკვეტაძე მოედანზე დაბრუნებასთან ახლოსაა #1TVSPORT

„უოტფორდის“ მთავარი მწვრთნელი პაულო პეცოლანო იმედოვნებს, რომ გუნდის გამორჩეული წევრები გიორგი ჩაკვეტაძე და კვადვო ბაა მოედანს მალე დაუბრუნდებიან, კლუბი კი წერს, რომ ეს, შესაძლოა, მალე მოხდეს.

25 წლის ქართველი ნახევარმცველი 5 აპრილს „ბრისტოლთან“ შეხვედრაში დაშავდა, რის გამოც გასული სეზონის ნაადრევად დასრულება მოუწია.

„ჩაკვეტაძე ყოველდღიურად პროგრესირებს და, შესაძლოა, ითამაშოს 26 ივლისს „ლეიტონ ორიენტთან“ ამხანაგურ მატჩში ან ოთხი დღის შემდეგ – „დეპორტივო ლა კორუნიასთან“ ბოლო მოსამზადებელ შეხვედრაში“, – ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

„ორივე მოთამაშე რეაბილიტაციის პროცესს გადის. ბაა ამ კვირაში გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშებს. ჩაკვეტაძე კლუბისთვის კიდევ ერთი გამორჩეული ფიგურაა. მოუთმენლად ველით მის სრულ გამოჯანმრთელებას“, – აცხადებს პაულო პეცოლანო.

„უოტფორდი“ ინგლისის ჩემპიონშიფის ახალი სეზონის პირველი ტურის მატჩს 9 აგვისტოს „ჩარლტონთან“ ჩაატარებს.