„უოტფორდის“ ფეხბურთელს ინფიცირების ეშინია და გუნდთან ერთად ვარჯიშის დაწყებაზე კატეგორიულ უარს აცხადებს
„უოტფორდის“ ფეხბურთელს ინფიცირების ეშინია და გუნდთან ერთად ვარჯიშის დაწყებაზე კატეგორიულ უარს აცხადებს

„უოტფორდის“ ფეხბურთელი ტროი დინი კარანტინიდან გამოსვლას არ აპირებს და გუნდთან ერთად ვარჯიშის განახლებაზე კატეგორიულ უარს ამბობს.

„გუნდმა ვარჯიში ამ კვირაში უნდა გაახლოს. მე უკვე ვთქვი, რომ არ დავბრუნდები და მათ არ შევუერთდები, – ციტირებს ტროი დინის სიტყვებს BBC. – სახლში ხუთი თვის შვილი მყავს და მე თვითონ კი სუნთქვის პრობლემები მაწუხებს.

სალონში მისვლას და თმის შეჭრას ივლისის ბოლომდე მიკრძალავენ, იმიტომ რომ სახიფათოაო. იქნებ, ვინმემ ამიხსნას, რატომ არის უსაფრთხო 19 ადამიანთან ერთად ვარჯიში და მათთან მჭიდრო კონტაქტი? რატომ უნდა უნდა დავაყენო რისკის ქვეშ საკუთარი ჯანმრთელობა? “. – უკვირს ტროი დინს.

მიმდინარე სეზონში 31 წლის ფეხბურთელმა „უოტფორდის“ შემადგენლობაში 18 მატჩი ჩაატარა, გაიტანა შვიდი გოლი და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

დატოვე კომენტარი