„უოტფორდის“ ახალწვეული - მიხარია, რომ ჩაკვეტაძესთან ერთად ვითამაშებ და არა მის წინააღმდეგ #1TVSPORT
„უოტფორდის“ ახალწვეული - მიხარია, რომ ჩაკვეტაძესთან ერთად ვითამაშებ და არა მის წინააღმდეგ #1TVSPORT

გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდმა“ „პიტერბოროდან“ 24 წლის კვიპროსელი ნახევარმცველი ექტორ კიპრიანუ დაიმატა, რომელმაც ინტერვიუში განაცხადა, რომ გახარებულია ჩემპიონშიფის ახალ სეზონში მსოფლიო დონის ფეხბურთელებთან თამაშის პერსპექტივით და ამ კონტექსტში ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე და თავდამსხმელი კვადვო ბაა დაასახელა.

„მიხარია, რომ ახალ სეზონში გიორგი ჩაკვეტაძის გუნდში ვითამაშებ და არა მის წინააღმდეგ. ვნახე კვადვო ბაას სისწრაფეც – ის ძალიან საშიშია და ნებისმიერი გუნდისთვის პრობლემების შექმნა შეუძლია“, – განუცხადა მან BBC Radio Three Counties-ს.

უოტფორდი“ ინგლისის ჩემპიონშიფის პირველ მატჩში შაბათს, 9 აგვისტოს „ჩარლტონს“ ესტუმრება. მართალია, გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმის გამო წინასასეზონო თამაშები გამოტოვა, მაგრამ უკვე გამოჯანმრთელდა და გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობს.