„უოტფორდი“ გასვლით მატჩში ქულას დასჯერდა - ჩაკვეტაძემ 76 წუთი ითამაშა #1TVSPORT
„უოტფორდი“ გასვლით მატჩში ქულას დასჯერდა - ჩაკვეტაძემ 76 წუთი ითამაშა #1TVSPORT

ინგლისის ჩემპიონშიფში გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ „სტოკ სიტის“ ესტუმრა და შეხვედრა 0:0 დაასრულა.

გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმა, რის გამოც წინა ტურის მატჩში მოედანი ბოლო წუთზე ექიმების დახმარებით დატოვა, სერიოზული არ აღმოჩნდა – ქართველი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო, 76 წუთი ითამაშა და ყვითელი ბარათიც (69) მიიღო.

ცხრილის ქვედა ჯგუფში მყოფ მეტოქესთან დაპირისპირება რთული გამოდგა, გუნდებმა გოლის გატანა ვერ მოახერხეს და საბოლოოდ ფრე – 0:0.

ინგლისის ჩემპიონშიფში გამართული 35 ტურის შემდეგ „უოტფორდი“ 49 ქულით მე-10 ადგილზეა და პრემიერლიგის პლეი ოფის ზონას სამი ქულით ჩამორჩება.