„პარი სენ-ჟერმენის“ ნახევარმცველი უორენ ზაირ-ემერი 2023 წელს ვერ შეძლებს მოედანზე გასვლას.
შაბათს 17 წლის ფეხბურთელს დებიუტი ჰქონდა საფრანგეთის ნაკრებში გიბრალტარის წინააღმდეგ შესარჩევ მატჩში (14:0) და გოლის გატანაც შეძლო. თუმცა ნახევარმცველი მე-20 წუთზე ტრავმის გამო შეცვალეს.
როგორც გაზეთი „ეკიპი“ წერს, ფეხბურთელი კლუბში დაბრუნდა. ვარაუდობენ, რომ ზაირ-ემერი 2023 წელს მოედანზე გასვლას ვერ შეძლებს. კერძოდ, მას მარჯვენა ფეხზე კოჭი აქვს დაზიანებული. წინასწარმა გამოკვლევამ არ დაადასტურა მყესების გაწყვეტა.
ასე რომ, ზაირ-ემერი გამოტოვებს ლიგა 1-ის მატჩებს „მონაკოს“, „ჰავრის“, „ნანტის“, „ლილისა“ და „მეცის“ წინააღმდეგ, ასევე ვერ ითამაშებს ჩემპიონთა ლიგაზე „ნიუკასლთან“ და „დორტმუნდთან“.
ამ სეზონში ზაირ-ემერიმ „პარი სენ-ჟერმენის“ რიგებში 15 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.