უოლტერი ჩაკვეტაძეს აკრიტიკებს - კარგი ინვესტიციაა, მაგრამ ჟინი აკლია #1TVSPORT
უოლტერი ჩაკვეტაძეს აკრიტიკებს - კარგი ინვესტიციაა, მაგრამ ჟინი აკლია #1TVSPORT

მეორე ბუნდესლიგაში სეზონის დასრულებამდე დარჩენილი ორი ტურით ადრე, „ჰამბურგში“ ბედნიერი დასასრულის იმედი აქვთ. „ჰამბურგს“, ისევე როგორც „სანკ პაულს“ 54 ქულა აქვს, მაგრამ კონკურენტების შეცდომებით შანსი გაუჩნდა – ლიდერ „შალკეს“ (59), „დარმშტადტს“ (57) და ბრემენისვერდერს“ (57) ახლა მცირედით ჩამორჩება.

თუმცა გამოცემა fussball.news-ის მტკიცებით, გიორგი ჩაკვეტაძეს გუნდის მწვრთნელი ტიმ უოლტერი ამ შეხვედრებში უმნიშვნელო როლს მისცეს.

fussball.news – უოლტერი აკრიტიკებს ჩაკვეტაძეს

გენტიდან“ იჯარით დამატებული ჩაკვეტაძე, რომელსაც საერთაშორისო გამოცდილება აქვს, „ჰამბურგის“ სასტარტო შემადგენლობაში მარტის შუა რიცხვებიდან აღარ ყოფილა და 90 წუთის განმავლობაში იჯდა სკამზე „რეგენსბურგთან“ და „ინგოლშტადტთან“. ჩაკვეტაძემ, რომელიც ბელგიაში სეზონის ბოლოს უნდა დაბრუნდეს, აშკარად ვერ დაარწმუნა მთავარი მწვრთნელი, რომ ის უფრო მეტია, ვიდრე უბრალო ნიჭიერი ახალგაზრდა“.

„მას, რა თქმა უნდა, აქვს კარგი პოტენციალი, მაგრამ არც ისე აქტიურია ვარჯიშებში“, – ციტირებს ტიმ უოლტერს გაზეთი Hamburger Abendblatt.

მწვრთნელის თქმით, 12 მატჩში 22 წლის ფეხბურთელს ერთი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა აქვს, რაც ცუდი შედეგია „ჰამბურგის“ შემტევისთვის:

„ის კარგად ვარჯიშობს, მაგრამ ვისურვებდი, რომ მას მეტი ხალისი და ჟინი ჰქონდეს“.

როგორც ჩანს, მწვრთნელის გადმოსახედიდან, საქართველოს ნაკრების მოთამაშეს აკლია ჟინი, რომ შეუცვლელი გახდეს ბუნდესლიგა 2-ში:

„მას ეს შიგნიდან უნდა სურდეს, რათა გადადგას შემდეგი ნაბიჯი“.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჩაკვეტაძე ამ ნაბიჯს „ჰამბურგში“ არ გადადგამს და არა მხოლოდ იმიტომ, რომ გუნდს არ აქვს ყიდვის საშუალება.

დატოვე კომენტარი