უნივერსიტეტის პროფესორებმა გაარკვიეს, რომ მესი უფრო ღირებულია, ვიდრე რონალდო
უნივერსიტეტის პროფესორებმა გაარკვიეს, რომ მესი უფრო ღირებულია, ვიდრე რონალდო

ლიონელ მესიმ კიდევ ერთ კვლევაში აჯობა კრიშტიანო რონალდოს. უნივერსიტეტ KU Leuven-ის პროფესორებმა და SciSports-ის სპეციალისტებმა სუპერკომპიუტერის დახმარებით და სპეციალური გამომთვლელი ალგორითმის მეშვეობით გაარკვიეს – ვინ არის უკეთესი მოთამაშე: მესი თუ რონალდო.

„ხშირად, ფეხბურთელი ფასობს გოლებითა და შედეგიანი გადაცემებით. მაგრამ გოლი – ეს იშვიათი მოვლენაა, რადგან მატჩში, საშუალოდ 1600 ქმედება ხდება. ჩვენი მოდელი განიხილავს თითოეულ მოქმედებას – გოლებს, პასებს, დარტყმებსა და განსაზღვრავს მათ ღირებულებას“, – განაცხადა პროფესორმა ჯესი დევისმა.

მკვლევარებმა გამოიყენეს ორივე ფეხბურთელის მონაცემები 2013-14 წლის სეზონიდან იმ სეზონამდე, როცა რონალდომ ლა ლიგა დატოვა. კომპიუტერმა განსაზღვრა, რომ მესი – უკეთესია. არგენტინელის შეფასებამ შეადგინა 1.21 ქულა თამაშში, რონალდოსი – 0.61 ქულა.

„პირველ სეზონებში მესისა და რონალდოს შედეგები ძალიან ახლოს იყო ერთმანეთთან. 2015-16 წლების სეზონის შემდეგ, მესიმ თანდათან ძალიან გაუსწრო თავის მუდმივ მეტოქეს.

ჩვენ ვხედავთ კომპრომისს ფეხბურთელთა უმრავლესობაში: ისინი ან ბევრ მოქმედებას ასრულებენ ნაკლები ღირებულებით, ან თქვენ გყავთ მოთამაშეები, რომლებიც ნაკლებად ურტყამენ ბურთს, მაგრამ დიდი გავლენა აქვთ შედეგზე. ეს დამახასიათებელია ისეთი ფორვარდებისთვის, როგორებიც არიან ჰარი კეინი, მოჰამედ სალაჰი და კრიშტიანო რონალდო.

მესი განსაკუთრებულია იმაში, რომ ძალიან ბევრი მოქმედება აქვს ბურთით და მათ დიდი ღირებულება გააჩნიათ“, – აღნიშნა პროფესორმა ტომ დეკროოსმა, რომელიც მონაწილეობას იღებდა კვლევაში.