„უნივერსიტატეა“ და „კაუნო ჟალგირისი“ ევროპალიგას გამოეთიშნენ – მექვაბიშვილი და თოლორდავა კონფერენსლიგაზე ითამაშებენ #1TVSPORT

09:45, 28.08.2026

ანზორ მექვაბიშვილის კრაიოვის „უნივერსიტატეამ​ევროპალიგის პლეიოფში შინ „არარატ არმენიასთან“ 1:1 ითამაშა, ერევანში კი 0:1 დათმო და გამოსვლას კონფერენსლიგის ძირითად ეტაპზე განაგრძობს. აღსანიშნავია, რომ მასპინძლებმა გამარჯვების გოლი 90+8-ე წუთზე გაიტანეს. ქართველმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა.

ანტონ თოლორდავას „კაუნო ჟალგირისმა“ საპასუხო შეხვედრაში „ბეშიქთაში“ 1:0 დაამარცხა, თუმცა გასვლაზე 0:3 ჰქონდა წაგებული და ევროპალიგას გამოეთიშა. ქართველმა მცველმა მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა.

კრაიოვის „უნივერსიტატეა“ და „კაუნო ჟალგირისიკონფერენსლიგის ძირითად ეტაპზე ითამაშებენ, რომლის წილისყრაც 28 აგვისტოს გაიმართება.

მსგავსი