#ფოტოარქივი | უნიკალური კადრები - გერმანიის ნაკრები საქართველოში, ევროპის ჩემპიონობამდე რვა თვით ადრე (ვიდეო)

1979 წლის წლის 21 ნოემბერს თბილისში ამხანაგური საერთაშორისო მატჩი გაიმართა, საბჭოთა კავშირის ნაკრებმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრებს უმასპინძლა და დამარცხდა.

პირველი არხის ფონდში მატჩის წინა დღისით გადაღებული მეტად საინტერესო ფოტოები აღმოჩნდა:

ეს იყო ერთადერთი შეხვედრა, რომლიც ოთარ გაბელიამ საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში ჩაატარა. მასთან ერთად, სასტარტოში იყვნენ ვიტალი დარასელია და ვლადიმერ გუცაევი. გერმანელებმა კარლ-ჰაინც რუმენიგეს დუბლით და კალუს ფიშერის გოლებით მეტოქეს 3:0 სძლიეს. საბჭოელებიდან კი ერთადერთი გოლი მოსკოვის „დინამოს“ მცველმა ალეკსანდრე მახოვიკოვმა გაიტანა.

სსრკ-გფრ 1:3

გოლები: 0:1 რუმენიგე (35), 0:2 რუმენიგე (62), 0:3 კ. ფიშერი (66), 1:3 მახოვიკოვი (83)

21/11/1979. თბილისი. „დინამო-არენა“. 40,000 მაყურებელი

საბჭოთა კავშირი: გაბელია, როდინი, მირზოიანი, სამოხინი, მახოვიკოვი, ხიდიატულინი (49. შავლო), დარასელია, ოგანესიანი, გავრილოვი, გუცაევი, ანდრეევი.

დასავლეთ გერმანია: ნიგბური, კალცი (74. ციმერმანი), ბრიგელი, კ. ფიორსტერი, კულმანი, დიტსი (74. ვოტავა), ჰ. ნიკელი, შუსტერი (46. ბ. ფიორსტერი), კ. ფიშერი, ჰ. მიულერი, რუმენიგე.

მსაჯი: მარტი ჰირვინიემი (ფინეთი)

სულ რაღაც 8 თვის შემდეგ ეს გუნდი ევროპის ჩემპიონი გახდა. ფინალში, რომელიც 22 ივნისს რომის „სტადიო ოლიმპიკოზე“ გაიმართა, გერმანელებმა ბელგია 2:1 ფორსტ ჰრუბეშის (10, 88) დუბლით დაამარცხეს. ფინალის სასტარტო შემადგენლობაში თბილისში ნათამაშები 7 ფეხბურთელი იყო, შეცვლაზე კი ბერნარდ კულმანი შევიდა. თბილისში არ უთამაშიათ ჰერალდ შუმახერს, ული შტილიკეს, ფინალის გმირს, ჰორსტ ჰრუბეშსა და კლაუს ალოფსს.