უნგრულმა კლუბმა კორონავირუსის საფრთხის გამო იტალიელი მწვრთნელი საქმეს ჩამოაშორა
უნგრულმა კლუბმა კორონავირუსის საფრთხის გამო იტალიელი მწვრთნელი საქმეს ჩამოაშორა

უნგრულმა საფეხბურთო კლუბმა „ჰონვედმა“ იტალიელი მწვრთნელი ჯუზეპე სანინო სამუშაოს დროებით ჩამოაშორა.

რამდენიმე დღის წინ, სანინო და მისი თანაშემწე სამშობლოში იმყოფებოდნენ. იტალიაში კორონავირუსის გავრცელების შესახებ, უნგრეთში მათი დაბრუნების შემდეგ გახდა ცნობილი.  „ჰონვედმა“ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მწვრთნელები გუნდის დანარჩენი წევრებისგან იზოლირებულები იყვნენ.

„ჯუზეპე სანინოსა და მისი თანაშემწის ალესანდრო რეჩენტის საქმიდან ჩამოცილება აუცილებელია, რადგან მათ შეიძლებოდა კონტაქტი ჰქონოდათ ადამიანებთან, რომლებიც ცხოვრობენ კორონავირუსის გავრცელების ადგილებში“, – წერია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.

თუმცა, თავად 62 წლის სპეციალისტმა გამოაცხადა, რომ ვერ შეამჩნია დაავადების სიმპტომები და მზად არის სამუშაოდ.

სანინო 2019 წლის მაისიდან „ჰონვედის“ მთავარი მწვრთნელია. მანამდე ის მუშაობდა „პალერმოში“, „კიევოში“, „კატანიასა“ და „უოტფორდში“.

მიმდინარე სეზონში „ჰონვედი“ მეხუთე ადგილზეა უნგრეთის ჩემპიონატში.