უნგრული გამოცემაც ადასტურებს - ზამთარში ზივზივაძე, შესაძლოა, „ფეჰერვარის“ კონკურენტმა წაიყვანოს #1TVSPORT
უნგრული გამოცემაც ადასტურებს - ზამთარში ზივზივაძე, შესაძლოა, „ფეჰერვარის“ კონკურენტმა წაიყვანოს #1TVSPORT

ცნობილმა უნგრულმა გამოცემა csakfoci-მა დაადასტურა საქართველოს პირველი არხის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც „ზალაეგერსზეგი“ „ფეჰერვარის“ ქართველი თავდამსხმელის, ბუდუ ზივზივაძის მიმართ დიდ ინტერესს იჩენს.

„როგორც Csakfoci.hu-სთვის გახდა ცნობილი, ბუდუ ზივზივაძეს ზამთარში კლუბის შეცვლის კარგი შანსი აქვს – ქართველ თავდამსხმელს რამდენიმე გუნდმა შესთავაზა თავისი სამსახური. ყველაზე სერიოზული პრეტენდენტი უნგრეთიდან, შესაძლოა, „ზალაეგერსზეგი“ იყოს. გუნდმა იჯარით უკვე დაიმატა „ფეჰერვარის“ ორი მოთამაშე – დანიელ ზორი და ადამ ჰალმაი. შესაძლოა, ასეთივე ფორმით ზივზივაძე დაიმატონ“, – წერს უნგრული გამოცემა.

საქართველოს ნაკრების 27 წლის თავდამსხმელზე გამოცემა წერს, რომ ზივზივაძის მიმართ ინტერესი სხვა ქვეყნის გუნდებსაც გააჩნიათ – ლაპარაკია პოლონეთის ექსტრაკლასას ვროცლავისშლიონსკზე“.

უნგრეთის ჩემპიონატის საშემოდგომო ეტაპზე ბუდუ ზივზივაძემ 12 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა. „ვიდიში“ („ფეჰერვარისზედმეტსახელია) ქართველი ლეგიონერი 2020 წელს „მეზოკოვეშდიდან“ გადაიყვანეს, მაგრამ ტრავმებისა და შემდგომ კორონავირუსის გამო ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ოთხჯერ ითამაშა.