უნგრული გამოცემა - ზივზივაძის ლამაზი გოლის გარეშე ჩემპიონატის ტური აღარ ტარდება #1TVSPORT
უნგრული გამოცემა - ზივზივაძის ლამაზი გოლის გარეშე ჩემპიონატის ტური აღარ ტარდება #1TVSPORT

უნგრული გამოცემა m4sport ბუდუ ზუვზივაძისუიპეშტში“ თამაშსა და უჩვეულო სტატისტიკაზე წერს, რასაც გასაოცარს უწოდებს.

ზივზივაძის ლამაზი გოლის გარეშე ჩემპიონატის ტური აღარ ჩაივლის. ქართველი თავდამსხმელი შეუჩერებელია მას შემდეგ, რაც „უიპეშტში“ გადავიდა. მან ამ გუნდში უფრო მეტი გოლი გაიტანა, ვიდრე ლიგაში თამაში ჩაატარა – 8 მატჩში 9 გოლი და 2 საგოლე გადაცემა“, – წერს გამოცემა.

ჩემპიონატის მეორე ნახევარში „უიპეშტი“ წარმატებით თამაშობს. გუნდი, რომელიც პირველ წრეში მე-12 ადგილზე (ბოლო ადგილი) იყო, მეორე ნახევარში წარმატებული სერიის წყალობით მე-4 პოზიციაზე დაწინაურდა და ევროსაგზურის კანდიდატი გახდა.

m4sport „უიპეშტის“ წინსვლის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად გუნდში ბუდუ ზივზივაძის გადასვლასა და გამორჩეულ შედეგიანობას ასახელებს:

„ცალკე გამოვყოფთ ზივზივაძეს. არც ერთი მათგანი დიდ წარმატებით არ ჩამოსულა, მაგრამ ზივზივაძემ მოლოდინს გადააჭარბა. მისი სტატისტიკა თავისთავად მეტყველებს. ის შესანიშნავი უნივერსალური ცხრა ნომერია, რომელიც „უიპეშტს“ დიდი ხანია აკლდა – საჭიროების შემთხვევაში, მცველებს ერთმანეთის მიყოლებით ატყუებს, კარგად არტყამს, იბრძვის“, – წერს უნგრული გამოცემა.